მარინა ენდელაძე - აუცილებელია თავის დაცვა არა მარტო კორონავირუსისგან, არამედ სხვა ვირუსული ინფექციებისგანაც, რადგან ნებისმიერი სხვა ვირუსული ინფექციის შემთხვევაშიც საზოგადოებაში არის პანიკა
მარინა ენდელაძე - აუცილებელია თავის დაცვა არა მარტო კორონავირუსისგან, არამედ სხვა ვირუსული ინფექციებისგანაც, რადგან ნებისმიერი სხვა ვირუსული ინფექციის შემთხვევაშიც საზოგადოებაში არის პანიკა

ვფიქრობ, რომ აუცილებელია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თავის დაცვა არა მარტო კორონავირუსისგან, არამედ სხვა ვირუსული ინფექციებისგანაც, რამეთუ უკვე ნებისმიერი სხვა ვირუსული ინფექციის შემთხვევაშიც არის პანიკა საზოგადოებაში. უკვე ეშინიათ, ჰგონიათ, რომ შესაძლოა, იყოს კორონავირუსი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„იმ ღონისძიებებს, რაც უკვე ჩამოთვლილია და იწყება ხელის დაბანით და მთავრდება სხვა ღონისძიებებით, ეს აუცილებელი პირობაა, ამას თუ დავიცავთ, იქნებ შევძლოთ შეჩერება, ამ დაავადების გავრცელებისა და ყველა ღონისძიება შევასრულოთ სრულყოფილად.

ძალიან მესიამოვნა, ახლა თქვენს ეთერში ვისმენდი, თორემ ჯერ ისევ სამსახურში ვარ და არ მაქვს დრო, ბევრი სატელევიზიო გადაცემა მოვისმინო, ძალიან მესიამოვნა რომ ჩაიკეტა ის რეგიონი, სადაც ახლა გამოვლინდა ის მძიმე პნევმონიანი პაციენტი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.