მარინ ლე პენმა საფრანგეთის პრეზიდენტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა
მარინ ლე პენმა საფრანგეთის პრეზიდენტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა

მარინ ლე პენმა საფრანგეთის პრეზიდენტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის თქმით, საფრანგეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა საბიუჯეტო პრობლემებს ვერ გადაჭრის და ქვეყანას „ინსტიტუციურ ჩიხში“ შეიყვანს.

მისივე განცხადებით, საფრანგეთის უმაღლესი ეროვნული ინტერესი ახლა პარლამენტის დაშლა და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

მარინ ლე პენმა მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტს, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და მისცეს ქვეყანას არჩევანის უფლება. მისივე თქმით, პარლამენტის დაშლა არა ვარიანტი, არამედ ვალდებულებაა.

ცნობისთვის, დღეს საფრანგეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ბაირუმ თავად მოახდინა ამ საკითხის ინიცირება იმ ფონზე, როდესაც მთავრობას საფრანგეთის სახელმწიფო ვალის შესამცირებლად არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება უწევს.