მარინ ლე პენი ულტრამემარცხენეებს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, მარინ ლე პენმა ულტრამემარცხენე ძალები ძალადობის ლეგიტიმაციასა და დემონსტრანტების მოთხოვნების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.
,,ლეგიტიმური სოციალური მოთხოვნები კვლავ იქცა ულტრამემარცხენეებისა და ჟან-ლუკ მელანშონის დეპუტატების გამოსვლების მძევლად. ისინი ძალადობის ლეგიტიმაციით, ხოლო უწესრიგობის უფლებად მიჩნევით ქვეყნის ქაოსში ჩაძირვას ცდილობენ”, – წერს ლე პენი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები მიმდინარებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 300-მდე ადამიანი. უწყების ცნობით, დაკავებები ძალადობრივ ინციდენტებს უკავშირდება.
აღნიშნული შემთხვევები დაფიქსირდა პარიზში, მარსელში, რენში, ტულუზასა და ანჟეში.
„ინციდენტებს შორის იყო ძარცვის მცდელობები, სამართალდამცველებთან დაპირისპირება, ქუჩის ინფრასტრუქტურისთვის ცეცხლის წაკიდება, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებსა და მედიასაშუალებებზე თავდასხმები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.