მარინ ლე პენი საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიესალმება - მზად ვართ, ავიღოთ ძალაუფლება, თუ ფრანგები ნდობას გამოგვიცხადებენ
მარინ ლე პენი საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიესალმება - მზად ვართ, ავიღოთ ძალაუფლება, თუ ფრანგები ნდობას გამოგვიცხადებენ

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ (RN) ლიდერი მარინ ლე პენი მიესალმება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

„ეს ისტორიული კენჭისყრა აჩვენებს, რომ როდესაც ხალხი ხმას აძლევს, ხალხი იმარჯვებს. ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ძალაუფლება, თუ ფრანგები ნდობას გამოგვიცხადებენ მომავალ არჩევნებში“, – განუცხადა ლე პენმა პარიზში გამართულ მიტინგზე მხარდამჭერებს.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.