მარინ ლე პენი – საფრანგეთში არეულობები დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ვითარება საგანგაშოა
Rassemblement National (RN) far right partys presidential candidate Marine Le Pen delivers a speech during a campaign meeting in Saint-Martin-Lacaussade, on March 25, 2022. (Photo by ROMAIN PERROCHEAU / AFP) (Photo by ROMAIN PERROCHEAU/AFP via Getty Images)
მარინ ლე პენმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც ქვეყანაში მომხდარ არეულობებს გამოეხმაურა.
ლე პენმა ქვეყანაში არსებული ვითარება „ნდობისა და ავტორიტეტის ღრმა კრიზისად“ შეაფასა და განაცხადა, რომ განვითარებული მოვლენები დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
მისი თქმით, მაკრონის ხელისუფლება გამოფიტულია და საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასმის გარდა, არაფრის გაკეთება შეუძლია.
„ჩვენ ნდობისა და ავტორიტეტის ღრმა კრიზისს განვიცდით, რაც დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ეს ვითარება საგანგაშოა: ჩვენი ქვეყანა ძალადობასა და უმოქმედობას შორის არის მოქცეული, შეიძლება ითქვას, მძევლადაც კი იქცა“, – განაცხადა ლე პენმა.