მარინ ლე პენი პარტია „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს
მარინ ლე პენი პარტია „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს

მარინ ლე პენი პარტია „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს.

ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

52 წლის პოლიტიკოსმა, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გამართულ პარტიის ყრილობაზე ხმათა 98 პროცენტი მიიღო. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში პარტიის წევრებმა ფოსტით და ინტერნეტით მისცეს ხმა.

მარინ ლე პენი ულტრა მემარჯვენეების პარტიას 2011 წლიდან ლიდერობს. 2018 წლიდან პარტიამ სახელი შეიცვალა და „საფრანგეთის ეროვნული ფრონტის“ ნაცვლად, „საფრანგეთის ეროვნული გაერთიანება“ დაერქვა.

დღის ბოლოს დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა, სადაც ისაუბრებს პარტიის კურსსა და საკუთარ სტრატეგიაზე 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 27 ივნისს, საფრანგეთის რეგიონული არჩევნების მეორე ტურში ულტრა მემარჯვენე პარტია დამარცხდა. მიუხედავად კარგი შანსებისა, მარინ ლე პენის პარტიამ ხმათა 20 პროცენტზე ოდნავ მეტის მოპოვება შეძლო პროვანსი – ალპები – ლაჟვარდოვანი სანაპიროს (მარსელით და ნიცით) რეგიონში, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი უმრავლესობის მოსაპოვებლად.