მარინ ლე პენი – მილიონობით ფრანგი აღშფოთებულია იმის ნახვით, რომ საფრანგეთში, ადამიანის უფლებათა ქვეყანაში, მოსამართლეებმა მიიღეს ზომები, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი

23:04, 31.03.2025
Rassemblement National (RN) far right partys presidential candidate Marine Le Pen delivers a speech during a campaign meeting in Saint-Martin-Lacaussade, on March 25, 2022. (Photo by ROMAIN PERROCHEAU / AFP) (Photo by ROMAIN PERROCHEAU/AFP via Getty Images)

Rassemblement National (RN) far right partys presidential candidate Marine Le Pen delivers a speech during a campaign meeting in Saint-Martin-Lacaussade, on March 25, 2022. (Photo by ROMAIN PERROCHEAU / AFP) (Photo by ROMAIN PERROCHEAU/AFP via Getty Images)

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამის შესახებ ლე პენმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ეს ლე პენის პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც საფრანგეთის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე.

ლე პენის თქმით, ის გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ უდანაშაულოა.

„მილიონობით ფრანგი აღშფოთებულია იმის ნახვით, რომ საფრანგეთში, ადამიანის უფლებათა ქვეყანაში, მოსამართლეებმა მიიღეს ზომები, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი“, – ამბობს ეროვნული გაერთიანების ლიდერი.

ლე პენი აღნიშნავს, რომ დემოკრატია არის, როდესაც გადაწყვეტილებას ამომრჩეველი იღებს.

„მილიონობით ფრანგი მენდობა. მე 30 წელია, თქვენთვის ვიბრძვი. მე არ ვარ სულიერად გატეხილი. თქვენ მსგავსად, მეც გაოგნებული ვარ, მაგრამ ეს აღშფოთება, ეს უსამართლობის განცდა დამატებითი ბიძგია იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ამომრჩევლებისთვის ვაწარმოებ“, – თქვა ლე პენმა.

ცნობისთვის, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

მსგავსი