მარინ ლე პენი - ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნა არ არის გამორიცხული, საფრანგეთის მოქალაქეებისა და ფრანგი სამხედროების უსაფრთხოებას ემუქრება
მარინ ლე პენი - ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნა არ არის გამორიცხული, საფრანგეთის მოქალაქეებისა და ფრანგი სამხედროების უსაფრთხოებას ემუქრება

მარინ ლე პენის თქმით, ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნა არაა გამორიცხული, საფრანგეთის მოქალაქეებისა და ფრანგი სამხედროების უსაფრთხოებას ემუქრება. ამის შესახებ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარინ ლე პენის თქმით, ფრანგმა სამხედროებმა უპირველეს ყოვლისა საფრანგეთის დამოუკიდებლობა და მთლიანობა უნდა დაიცვან ან სამხედრო ალიანსის ფარგლებში აღებული ვალდებულებები შეასრულონ.

„ამ შემთხვევაში, სხვის მიწაზე ჩვენ ვერ ჩავერევით მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები არ დევს ფსონზე. მე მითხრეს, რომ ეს კაცობრიობის ინტერესებშია, მაგრამ რომელმა ღვთიურმა უფლებამ გადააქცია საფრანგეთი მსოფლიოში ყველა მართალი საქმის დამცველ ჯარისკაცად? მაშინ, როდესაც დღეს მსოფლიოში არსებული ერთადერთი იმპერია, აშშ-იც კი უარს ამბობს ამის გაკეთებაზე? მაკრონმა თავისი განცხადებით, რომელშიც არ გამორიცხა სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნა, ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნა 70 მილიონ ფრანგ მოქალაქეს და კერძოდ კი აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებულ ჩვენს სამხედრო ძალებს“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.