ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო. ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა.
„ხვალინდელი გამარჯვების მარცვალს მე დღევანდელ შედეგებში ვხედავ“, – აღნიშნა ლე პენმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტ მაკრონის სიტუაცია არის გაუსაძლისი.
წინასწარი ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია, ხოლო მესამეზე – ლე პენის პოლიტიკური გაერთიანება.