მარინ ლე პენი აცხადებს, რომ თუ სასამართლო ძალაში დატოვებს გადაწყვეტილებას, რომელიც მას არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს, მაშინ მის ნაცვლად კენჭს ჯორდან ბარდელა იყრის
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ თუ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს გადაწყვეტილებას, რომელიც მას არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს, მაშინ ის 2027 წელს პრეზიდენტად კენჭს არ იყრის.
ლე პენის თქმით, ასეთ შემთხვევაში მის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობას ჯორდან ბარდელა მიიღებს.
ცნობისთვის, მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნეს ევროპარლამენტის თანხების არასათანადო მიზნებისთვის გამოყენებაში. მას ხუთი წლით აუკრძალეს სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. პოლიტიკოსმა ეს ვერდიქტი გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში ამ საკითხზე პროცესი 13 იანვარს არის ჩანიშნული. თუ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ძალაში დატოვებს, ლე პენს შეუძლია, უზენაეს სასამართლოს მიმართოს, თუმცა პოლიტიკოს აცხადებს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს.
„თუ სააპელაციო სასამართლო აკრძალვას ძალაში დატოვებს, ხოლო უზენაესი სასამართლო ჩემს სასარგებლო გადაწყვეტილებას სამ ან ოთხ თვეში გამოიტანს, მაშინ ძალიან დაგვიანებული იქნება კენჭისყრა და შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ვერ მოხერხდება“, – განაცხადა ლე პენმა.
ბოლო სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მარინ ლე პენი და მისი თანაპარტიელი ჯორდან ბარდელაც პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს 2-ციფრიანი სხვაობით უსწრებენ.