მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ბიუჯეტი ამჟამინდელი ფორმით თუ დამტკიცდება, მისი პარტია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს

14:56, 25.11.2024
French far-right leader and member of parliament Marine Le Pen, President of the French far-right National Rally (Rassemblement National - RN) party parliamentary group, leaves after a meeting with the French Prime Minister to discuss the 2025 budget bill (PLF) at the Hotel Matignon in Paris, France, November 25, 2024. REUTERS/Christian Hartmann

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ბიუჯეტი ამჟამინდელი ფორმით თუ დამტკიცდება, მისი პარტია პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ მარინ ლე პენმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას, ლე პენმა თქვა: „ვნახოთ, იქნება თუ არა გათვალისწინებული მისი გზავნილი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომპრომისის მისაღწევად“.

საფრანგეთის მთავრობის ბიუჯეტის პროექტი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ითვალისწინებს.

მსგავსი