მარინ ლე პენი – აალებადი მოწყობილობების სამიზნედ ქცეული პოლიციელის ცეცხლში გახვეული კადრები აუტანელია, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ უკიდურესი სიმკაცრით
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ეხმაურება სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებს, სადაც ნაჩვენებია პოლიციის ოფიცერი, რომლის მიმართულებითაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისვრიან და მას ცეცხლი ეკიდება.
ლე პენის თქმით, დამნაშავეები, რომლებმაც ეს თავდასხმა მოაწყვეს, უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ უკიდურესი სიმკაცრით.
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მსგავს თავდასხმებს „ულტრამემარცხენეების ურდოები“ აწყობენ.
„აალებადი მოწყობილობების სამიზნედ ქცეული პოლიციელის ცეცხლში გახვეული კადრები აუტანელია. ამ თავდასხმის ჩამდენი დამნაშავეები უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ უკიდურესი სიმკაცრით. დღეს ღამით ჩვენ ვფიქრობთ უსაფრთხოებისა და სამაშველო ძალების წევრებზე, რომლებიც გვიან ღამემდე მობილიზებული იქნებიან ჩვენი თანამოქალაქეების დასაცავად ულტრამემარცხენეების ურდოებისგან“, – წერს ლე პენი სოციალურ ქსელში.
Les images d’un policier en proie aux flammes après avoir été la cible de jets d’engins incendiaires sont insupportables. Les auteurs de cette attaque doivent être retrouvés et condamnés avec la plus grande sévérité.
Nous pensons ce soir à toutes les forces de sécurité et de secours qui seront mobilisées jusque tard dans la nuit pour protéger nos compatriotes face aux hordes d’extrême gauche.
— Marine Le Pen (@MLP_officiel) October 31, 2026