მარიკარმენ აბასკალის გარდაცვალების შემდეგ, მადრიდში აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს
მარიკარმენ აბასკალის გარდაცვალების შემდეგ, ათასობით ადამიანი მადრიდის ერთ-ერთი მთავარი მოედნიდან, პუერტა დელ სოლიდან, პარლამენტისკენ მსვლელობით გაემართა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „ეს სიკვდილი არ არის, ეს მკვლელობაა!“.
აქციის მონაწილეებმა აბასკალის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შემდეგ კი სკანდირებდნენ: „მარიკარმენი ცოცხალია, ბრძოლა გრძელდება“.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან გამოსახლებების შეჩერებასა და ქვეყანაში საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად ზომების მიღებას ითხოვენ. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში.
მანამდე, პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ საბინაო პრობლემებთან დაკავშირებით 11 ნოემბერს ესპანეთში ეროვნული მასშტაბის საყოველთაო გაფიცვა გაიმართება.
აბასკალის შემთხვევამ ესპანეთში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს დანიშნა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა მთავრობამ კონგრესში საგანგებო საბინაო კანონპროექტის მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო.