მარიკა დათუკიშვილი - დავით ნარმანიას არაერთი საკითხზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს
მარიკა დათუკიშვილი - დავით ნარმანიას არაერთი საკითხზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, თბილისის ყოფილ მერს დავით ნარმანიას არაერთ საკითხზე უნდა უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

საკრებულოს დეპუტატის თქმით, მილიონი ხის დარგვის დაპირებით მოსულმა ხელისუფლებამ თბილისი ფაქტობრივად გადაახმო.

„დავით ნარმანიამ გამოაცხადა ტენდერები და ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა ამ ხეების დარგვაზე. სატენდერო პირობებში არ იყო ჩადებული გამხმარი ხეების ახლით ჩანაცვლება. აღმოჩდა, რომ თბილისელების ჯიბიდან გადახდილი მილიონები წყალს გავატანეთ და ნარმანიამ ამის გამო პასუხი უნდა აგოს. არაერთი საკითხია, რომლის გამოც დავით ნარმანიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს და ეს თანდათან გამოიკვეთება“, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

მარიკა დათუკიშვილი აუდიტის სამსახურის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც 2015-16 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტში გამწვანების ღონისძიებებსა და უძრავი ქონების განკარგვის სფეროებში გამოვლენილ ხარვეზებსა და დარვევებზეა საუბარი.