მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ გამოვიყენეთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რათა სწრაფად და სრულფასოვნად შესრულდეს რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები 
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ გამოვიყენეთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რათა სწრაფად და სრულფასოვნად შესრულდეს რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები 

სააპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გამოიყენეს მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე იმსჯელეს საკითხზე, რომელიც ეხება იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შედეგად რუსეთის ფედერაციას დაეკისრა.

„როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე იყო მსჯელობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენეთ ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რათა სწრაფად და სრულფასოვნად შესრულდეს ყველა ვალდებულება, რომელიც რუსეთს დაეკისრა ევროპის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შედეგად“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ დავაზეც არის საუბარი. დოკუმენტი მოუწოდებს წევრ ქვეყებს, დააჩქარონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და დაკისრებული კომპენსაციების გადახდა.