მარიამ ქვრივიშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ხელმეორედ არჩევას ულოცავს
მარიამ ქვრივიშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ხელმეორედ არჩევას ულოცავს

უმრავლესობის დეპუტატი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელმეორედ არჩევას ულოცავს.

„სულ ახლახანს დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა და მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ დღეს, 2021 წლის 19 იანვარს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, არჩევნების გზით, კიდევ ერთხელ გამოეცხადა უდიდესი ნდობა აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნებისგან (უდიდესი უპირატესობით – 25:8) და მომდევნო ოთხი წელი კვლავ უხელმძღვანელებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას. შედეგად, 2021 წლის სექტემბერში ზურა წარსდგება გენერალურ ასამბლეაზე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე დასამტკიცებლად.

ვულოცავ ზურას და სრულიად საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას! ბევრი წარმატება ჩვენს ქვეყანას და ტურიზმის ინდუსტრიას“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.

აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატს გაერო-ს გენერალური ასამბლეა 2021 წლის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.