მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევებზე მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდება და კანონპროექტი შემუშავდება
მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევებზე მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდება და კანონპროექტი შემუშავდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც კომიტეტის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევებზე მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდება და კანონპროექტი შემუშავდება.

„შეხვედრაზე განვიხილეთ მჭიდრო თანამშრომლობის ფორმები, სამომავლო გეგმები და ინდუსტრიისთვის ღირებული ახალი პროექტები, რომლებსაც ერთად განვახორციელებთ. პარლამენტის პლატფორმაზე მოხდება ტურიზმის ინდუსტრიის კანონის პროექტის შემუშავება და არსებული სამუშაო ვერსიის სრულყოფა. ასევე, კომიტეტის ინიცირებით, ჩატარდება მნიშვნელოვანი მოკვლევა, რაც ხელს შეუწყობს აღმასრულებელი ხელისუფლებას, სათანადოდ შეფასდეს ინდუსტრიის არსებული გამოწვევები და ერთობლივი ძალებით, დროულად, მოხდეს სამოქმედო გეგმის შესაბამისად ადაპტირება“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.