მარიამ ქვრივიშვილი - საგრანტო შეთანხმება ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას, ჩვენს მტკიცე და ურყევ ევროატლანტიკურ კურსს
მარიამ ქვრივიშვილი - საგრანტო შეთანხმება ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას, ჩვენს მტკიცე და ურყევ ევროატლანტიკურ კურსს

აშშ-სთან საგრანტო შეთანხმება ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ თანამშრომლობას და ჩვენს მტკიცე და ურყევ ევროატლანტიკურ კურსს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქვრივიშვილი აღნიშნავს, აშშ-ს მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების.

„ეს კი, კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს საქართველოს როგორც რეგიონში, ლიდერი ქვეყნის როლს. საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია პროექტების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით – კონფლიქტების მოწესრიგება და სტაბილიზაცია, ადამიანის უფლებები, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზისო განათლება, სოციალური სერვისები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა“, – აღნიშნავს მარიამ ქვრივიშვილი.

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება დღეს გაფორმდა, რომლის თანახმად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.