მარიამ ქვრივიშვილი – ჩინეთთან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები უკვე ხელშესახებად აისახა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში

20:43, 06.07.2026

ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ჩინეთთან, რომელიც აისახა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ამასთან, მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორული ურთიერთობები  უკვე ხელშესახებად აისახა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი თუ სხვა ნებისმიერი სექტორი.

„ვიტოვებთ ძალიან დიდ სურვილს და ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ჩვენს სხვა სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად ვიხილოთ ჩინური მხარე, როგორც პარტნიორი და სწორედ ეს იქნება ყველაზე სწორი პოლიტიკა, სადაც საქართველო უზრუნველყოფს, რომ პორტი იქნება ქართული, მაგრამ ჩვენ გვეყოლებიან პარტნიორები ოპერატორების სახით არაერთი სახელმწიფოდან ან არაერთი სახელმწიფოს კერძო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების მოტანას და რომელიც უზრუნველყოფს უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობას და შემდგომში ოპერირებას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი