მარიამ ქვირივიშვილი - მოხარული და ამაყები ვართ, რომ ის მოლაპარაკებები, რომელსაც ჩვენი გუნდი ავიაკომპანია „ვიზეართან“ აწარმოებდა, წარმატებით დასრულდა
ძალიან სასიხარულოა და საამაყოა, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი და მოთხოვნა კვლავ მზარდია. ვხედავთ, რომ ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დადებითი დინამიკით, ფაქტობრივად, სრულად დაუბრუნდა პოსტპანდემიურ მაჩვენებელს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ქვრივიშვილის თქმით, ტურისტული მიმართულებით დივერსიფიკაცია დადებითი მიმართულებით გრძელდება.
„ვხედავთ, რომ ევროპელი ტურისტების წილი მზარდია და, რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია, გამოვყოთ ავიაციის როლი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და, ზოგადად, ეკონომიკის გაძლიერებაში. მოხარული და ამაყები ვართ, რომ ის მოლაპარაკებები, რომელსაც ჩვენი გუნდი ავიაკომპანია „ვიზეართან“ აწარმოებდა, წარმატებით დასრულდა. ვფიქრობთ, ეს არის მნიშვნელოვანი ღირებულება ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელიც კიდევ და კიდევ ძლიერდება. ჩვენი მოლოდინები მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, ისევე როგორც წლის ბოლოს, არის დადებითი. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიაში განსაკუთრებით წარმატებული წელი იქნება“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარი“ მეოთხე ბაზირებულ ხომალდს ამატებს, რომელიც ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის იფრენს.