მარიამ ლაშხსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, კრისტოფერ ლანდაუს შორის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ლაშხსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, კრისტოფერ ლანდაუს შორის მოკლე შეხვედრა შედგა.
როგორც მარიამ ლაშხის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, გაიმართა მოკლე ინტერაქცია, რომლის ფარგლებში აღინიშნა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
„კრისტოფერ ლანდაუმ მხარდაჭერა გამოხატა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მმართველობა ერთიან დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება.
მარიამ ლაშხმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და მათი სტრატეგიულ პარტნიორობად ტრანსფორმაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.