მარიამ ლაშხი – ორმხრივ შეხვედრებს გავმართავთ აფრიკის, ევროპის, შუა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან, მნიშვნელოვანია მათგან ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოპოვება
საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გავმართავთ როგორც აფრიკის, ევროპის, ასევე შუა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
„საპარლამენტო დიპლომატიას, როგორც მთავარ ინსტრუმენტს, ვიყენებთ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე სასაუბროდ. ასევე, ჩვენი ეკონომიკური და შუა დერეფნის როლის გაძლიერებისთვის. სწორედ ეს იქნება ის ძირითადი საკითხები, რომლის თაობაზეც საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებისას განვიხილავთ. ჩვენ ორმხრივ შეხვედრებს გავმართავთ როგორც აფრიკის, ევროპის, ასევე შუა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან. მნიშვნელოვანია მათგან როგორც ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოპოვება, ასევე იმის ხაზგასმა, რომ გაერო-ს რეზოლუციებში მნიშვნელოვანია უფრო მეტი ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენს რეზოლუციებზე“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.