მარიამ ლაშხი – მარტა კოსის შეფასებები მხოლოდ სიტყვებია და არ არის ფაქტებით გამყარებული, საქართველომ ევროპისკენ გზა აირჩია ღირსებით, მშვიდობით და ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობით

11:27, 07.10.2026

მარტა კოსის ამ განცხადებას ციფრები არაფრით არ ამყარებს, ციფრები სულ სხვა რამეზე საუბრობს, ევროკომისიისა და ორგანიზაციების შეფასებებიც, საქართველო ყველა რეიტინგში უსწრებს და ლიდერია ევროკავშირის ასოცირებულ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეეხება როგორც გამჭვირვალობას, ასევე ეკონომიკურ რეიტინგებს.

„მარტა კოსის შეფასებები მხოლოდ სიტყვებია და ეს არ არის ფაქტებით გამყარებული. მარტა კოსის განცხადება ვერ იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი მოქალაქეებისათვის რაიმე შინაარსის მატარებელი, რადგან საქართველომ ევროპისკენ გზა აირჩია – ღირსებით, მშვიდობით და ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობით“, – განაცხადა ლაშხმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.

მსგავსი