მარიამ ჯიშკარიანი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება, საჭიროა მულტიპროფილური მკურნალობა-რეაბილიტაცია
მარიამ ჯიშკარიანი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება, საჭიროა მულტიპროფილური მკურნალობა-რეაბილიტაცია

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება.

მისივე თქმით, საჭიროა მულტიპროფილური მკურნალობა-რეაბილიტაცია.

ამასთან, მარიამ ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ მკურნალობის კურსში გარკვეული კორექტირებაა შესატანი.

„სასამართლოში მონაწილეობას რაც შეეხება, აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარი და თვითონ გადაწყვეტს ამას. გავეცანით დოკუმენტაციას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ დიდი ხანია, ვითხოვთ დოკუმენტაციას. მან თვითონ გამოითხოვა დოკუმენტაცია წერილობით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოგვეწოდება. ჩვენი დასკვნისთვის აუცილებელია, შევისწავლოთ დოკუმენტაცია. ნევროლოგიური სიმპტომატიკა კვლავ რჩება. არის გარკვეულწილად ადვილად დაღლილობა, კოორდინაციის პრობლემები. გარკვეულ ანალიზებში ცვლილებებია, შესაბამისად, საჭიროებს მკურნალობა-რეაბილიტაციას. ვფიქრობთ, ასევე საჭიროა კარდიოლოგის კონსულტაციაც, არის არტერიული წნევის მერყეობა. გარკვეული გამოკვლევებია ჩასატარებელი“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.