მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიფუნქციურ კლინიკაში
მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიფუნქციურ კლინიკაში

ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ მინდა გითხრათ, რომ მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიფუნქციურ კლინიკაში,  – ამის შესახებ მე-18 დაწესებულებიდან გამოსულმა ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

როგორც მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, მე-18 დაწესებულებაში არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა, არის მხოლოდ მორიგე პერსონალი.

„მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ მართული იყოს პაციენტის მდგომარეობა, რომელიც არის ძალიან მძიმე, კრიტიკულად მძიმე. ვაცხადებთ, რომ აუცილებელია გადაყვანა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ იმის რეგულირებას, ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა, სამედიცინო შემოწმებას ვგულისხმობ, აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ გარკვეული ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე. ჩვენს ექიმ-ენდოკრინოლოგს არ მიეცა საშუალება, პაციენტი შეემოწმება, ჩვენს ექიმ ექსპერტ-ფსიქიტარს არ მიეცა საშუალება შეემოწმებინა, მხოლოდ მე და რეანიმატოლოგმა შევამოწმეთ. ჩემი მონაცემებით, არის ცერებრო-ორგანული სინდომისთის დამახასიათებელი როგორც მწვავე ნიშნები აღენიშნებოდა. ჩვენი აზრით, ეს არის გამოწვეული ცერებრო-ორგანული დისფუნქციით, გონების კარგვის ეპიზოდი, რადენიმე სათის წინ. ამჟამადაც არის გამოხატული ცერებრო-ორგანული დისფუნქციის ნიშნები, რაც კატეგორიულად ითხოვს პაციენტის სტაციონირებას ადეკვატურ კლინიკაში. არ ყავდა ნერვოლოგს ნანახი, მოწვეული იქნა სახალხო დამცველის აპარატიდან ექიმი ნერვოლოგი. რაც შეეხება სხვა მდგომარეობას, ჩვენ არ მოგვეცა დეტალურად შესწავლის საშუალება. გამოთხოვილია სამედიცინო ბარათი და ახლა დანარჩენს იტყვის რეანიმატოლოგი.

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა არის, დღესვე იყოს სასწრაფო წესით, ეს პაციენტი სამოქალაქო ტიპის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანილი, იქნება ეს ინტენსიური თერაპიის განყოფილება, თუ რეანიმაცია, ეს გადასაწყვეტია“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს ისეთი მაღალი ტექნოლოგიურ გამოკვლევებს, როგორიც არის თავის ტვინის „ემერაი,“ „სამი ტესლა“ აპარატზე, სხვა ნაკლები არ შეიძლება, რადგან საჭიროა დიფერენციალური დიაგნოსტიკა, ცერებრო-ორგანული სიმპტომების წარმოშობის მექანიზმთან დაკავშირებით.

„მე არ ვიცი პირადი ექიმი, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს გუნდური მუშაობის გამოცდილების მქონე შტატი, სადაც იქნება პასუხისმგებელი მკურნალი ექიმი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, ამ შემთხვევაში ინტენსიური თერაპიის სპეციალისტი და არა მორიგე ექიმები, რომლებიც პრაქტიკულად ინფორმაციას არ ფლობენ და ჩვენ ენდოკრინოლოგს ვერ უთხრეს გლუკოზის დონე როგორი იყო გუშინ, როგორი არის დღეს. ჩანაწერები არ შეესაბამება სტანდარტებს, ინფორმატიული არ არის. პალატას არ აკონტროლებს სამედიცინო პერსონალი, როდესაც სამედიცინო შემოწმებაზეა ექსპერტიზა, არ შეიძლება არასამედიცნო პერსონალმა განკარგოს, ვინ შევა და ვინ გამოვა. ჩვენ სრულყოფილი შემოწმების საშუალება არ მოგვეცა. რაც შეეხება რესპუბლიკურის გუნდს, ეს არის ტრანზიტორული გუნდი, ესენი აქ მუდმივად არ მუშაობენ, შესაბამისად, ისინი აქ ვითარებას ვერ ფლობენ და მათი უფლებები ფრიად შეზღუდულია. აქ ექიმები არ განკარგავენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. აქ არის შეუძლებელი და დაუშვებელი პაციენტის მკურნალობა ამ სიტუაციაში, ასეთ ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც არის კრიტიკულად მწვავე, ჩვენ ახლოს ვდგავართ შეუქცევადი დეგენერაციული ცვლილებების განვითარებასთან“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.