მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილი კიდევ საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში
მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილი კიდევ საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში

მიხეილ სააკაშვილი კიდევ საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას, რეკომენდაციები გვაქვს მკურნალობასა და გამოკვლევებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განცხადა.

მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის წევრებთან ერთად მოინახულა.

„ჩვენ გავესაუბრეთ მიხეილ სააკაშვილს. მოხდა სამედიცინო გასაუბრება, ასევე გასინჯვა. გავეცანით სამედიცინო დოკუმენტაციის ნაწილს. ხვალ კიდევ მოვალთ. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენი მოსაზრებით, ის სასამართლო პროცესზე წასვლას ხელს არ შეუშლის. პაციენტი, რა თქმა უნდა, კიდევ საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას. ჩვენ მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით. ჩვენ ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს მკურნალობასა და გამოკვლევებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში. პაციენტს სჭირდება მულტიდისციპლინური მიდგომა მკურნალობაზე, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს, 29 ნოემბერსაა ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი