მარიამ ფროდიაშვილმა ტყვიის სროლაში მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
მარიამ ფროდიაშვილმა ტყვიის სროლაში მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

გრანადაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ახალგაზრდა ტყვიის მსროლელთა შორის გოგონებში, 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მარიამ ფროდიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფინალში გამოსვლა მარიამმა 213.1 ქულით დაასრულა და მესამე ადგილზე გავიდა. ტურნირის მონაწილე კიდევ ერთმა ქართველმა, მარიამ აბრამიშვილიმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

გოგონებში პირველ და მეორე ადგილზე ინდოელები გავიდნენ. ჩემპიონი დევანში დჰამა გახდა 240.0 ქულით, მეორეზე კი ლაკშიტა ლაკშიტა გავიდა 238-ით.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მსოფლიო თასზე უკვე ოთხი მედალია – ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა და მხოლოდ ინდოეთს ჩამორჩება.