მარია ზახაროვა – რუსეთი შეშფოთებულია, რომ ბაქოში მყოფი რუსი დიპლომატები, ორ საათზე მეტია, ვერ უკავშირდებიან რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტებს
MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ
რუსეთი შეშფოთებულია, რომ ბაქოში მყოფი რუსი დიპლომატები, ორ საათზე მეტია, ვერ უკავშირდებიან რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტებს, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასთან“ საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა.
ზახაროვას თქმით, ბაქოში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომლებს არ აძლევენ უფლებას, მოინახულონ რუსი ჟურნალისტები.
„ამ ქმედებების მიზეზების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ვღელავთ ჩვენს ჟურნალისტებზე“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, ბაქოში რუსეთის საელჩომ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა აზერბაიჯანის საგარეო უწყებას, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
„პასუხი არ არის“, – განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, მანამდე აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ბაქოში, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში პოლიციამ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავა.