მარია ზახაროვა - აზერბაიჯანის ქმედებები „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ჟურნალისტების მიმართ არ არის განპირობებული მათი საქმიანობის წინააღმდეგ ბრალდებებით, არამედ სხვა მოსაზრებებით
აზერბაიჯანის ქმედებები „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ჟურნალისტების მიმართ არ არის განპირობებული მათი საქმიანობის წინააღმდეგ ბრალდებებით, არამედ სხვა მოსაზრებებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მარია ზახაროვას თქმით, ბაქოს არასდროს ჰქონია რაიმე პრეტენზია გამოცემასთან ან მისი თანამშრომლების მუშაობასთან დაკავშირებით.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, არსებული ვითარება ორმხრივ ურთიერთობებს კი არ აძლიერებს, არამედ აუარესებს.
მარია ზახაროვა ასევე მიიჩნევს, რომ, მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის გათვალისწინებით, „ბევრია, ვისაც უბრალოდ ამით ხელის მოთბობა სურს“.