მარია ზახაროვა - არავის ვაშინებთ, მაგრამ ვამბობთ, რომ ნატო-ს გაფართოება სტაბილურობაზე დარტყმა იქნება
ჩვენ არავის ვაშინებთ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ნატო-ს გაფართოება სტაბილურობაზე დარტყმა იქნება,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„რუსეთს არ სურს ვინმე დააშინოს, რუსეთის სურვილია, გაამახვილოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების და სტრატეგიული სტაბილურობის სისტემას აშშ-ისა და მისი მხარდამჭერების პოლიტიკა განზრახ აყენებს უზარმაზარ დარყმას“, – აღნიშნა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ დამატებითი კონტინგენტის სისტემატური განთავსებით, დაშინების პოლიტიკას დასავლეთი ეწევა და პარალელურად, აგრესიულ ნაბიჯებში რუსეთს ადანაშაულებს. რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ გამწვავდა. ნატო-მ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დაიწყო.