მარია შარაპოვას თაღლითობაში ადანაშაულებენ
მარია შარაპოვას თაღლითობაში ადანაშაულებენ

დიდი სლემის ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულ მარია შარაპოვას თაღლითობაში ადანაშაულებენ. „ფრანს პრესის“ ცნობით, შარაპოვას წინააღმდეგ გამოძიება ინდოეთში, თაღლითობისა და ფარული გარიგების მუხლით მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც ათობით ადამიანი დაზარალდა.

გამოძიების ცნობით, საქმე ეხება ნიუ დელიში ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რომელსაც ცნობილი რუსი ჩიგბურთელი უჭერდა მხარს.
„გურგაონის“ სახელით ცნობილი პროექტის მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი შეჩერდა, ათობით ადამიანი კი, რომელმაც კომპლექსში ბინები იყიდა, მილიონობით დოლარით დაზარალდა.

„ფორბსის“ ცნობით, შარაპოვამ 2015 წელს შემოსავლის სახით 30 მილიონი დოლარი მიიღო. 23 მილიონი სამშენებლო და სხვა სახის პროექტების რეკლამიდან მიღებული თანხაა.