მარია ლოგანი – პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, ეს არ ეხება აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს, შეწყვიტეთ პუტინის რეჟიმის ლეგიტიმიზაცია, მისთვის წითელი ხალიჩების გაშლა

15:55, 10.09.2019

პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, ეს არ ეხება აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს, შეწყვიტეთ პუტინის რეჟიმის ლეგიტიმიზაცია, მისთვის წითელი ხალიჩების გაშლა, – ასე უპასუხა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ფონდ „ღია რუსეთის“ წარმომადგენელმა, მარია ლოგანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის შეკითხვას, „რა დაეხმარებოდა რუსეთს დემოკრატიულობისკენ სვლაში“.

„პირველი, რაც უნდა აღვნიშნო და ეს არ ეხება აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს, შეწყვიტეთ, ამ რეჟიმის ლეგიტიმაცია. შეწყვიტეს წითელი ხალიჩების გაშლა. ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, რომ მაკრონი საუბრობდა პუტინის რუსეთის უკან დიდ რვიანში დაბრუნებაზე და ეს იმ ფაქტების მიუხედავად, რა მიზეზითაც ისინი გააძევეს, კვლავ ვალიდურია. რუსეთი კვლავ უკრაინაშია“, – განაცხადა მარია ლოგანმა.

მარია ლოგანმა ასევე ისაუბრა რუსეთიდან მომდინარე საფრთხის მნიშვნელობაზე. კერძოდ კი, რა ან ვინ იგულისხმება ამ საფრთხეში და როგორც შეიძლება ამ საფრთხეებთან გამკლავება.

„ხშირად გვესმის, რომ რუსეთი საფრთხეა. ძალიან მნიშვნელოვანია გავარჩიოთ, სად არის ეს საფრთხე. სად არის მტერი. რუსეთი სრულად. არ მგონია, რომ 144 მილიონი ადამიანი დასავლეთის მტერი იყოს. რეალურად არც ისე ბევრი ადამიანია, ვინც საფრთხეს წარმოადგენს და ისინი ძირითადად კრემლში არიან. ადვილია ზუსტი იდენტიფიცირება, თუ საიდან მოდის საფრთხე და განისაზღვროს ზომები ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად. ეს შესაძლოა, არ იყოს სამხედრო გზით. ეს შესაძლოა, იყოს კრიმინალური დევნა დასავლეთში, მოიძიონ ბინძური ფული, რომელიც არა მხოლოდ დასავლეთის მოსყიდვისთვის გამოიყენება, არამედ დასავლეთის მანიპულირებისთვის, პროპაგანდის გასავრცელებლად. ეს არის აღურიცხავი ფული დასავლეთში“, – განაცხადა მარია ლოგანმა.

მსგავსი