მარგველაშვილმა პირველ წრეში რუსი პულიაევი, ნინიაშვილმა კი უკრაინელი იადოვი დაამარცხა (ვიდეო)

2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს დაიწყო.

66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი პირველივე წრეში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორს, რუს მიხაილ პულიაევს შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

66კგ-ში მეორე ქართველი ბაგრატ ნინიაშვილი კი პირველ წრეში უკრაინელ ძიუდოისტს, ბოგდან იადოვს დაუპირისპირდა და დამატებით დროში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

დოჰაში დღეს წინასწარი შეხვედრები 11.00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18.00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი