მარგველაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის ნახევარფინალშია - ნადირაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. დღეს ტურნირზე სამი ქართველი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ორს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ. 66კგ-ში მოასპრეზე ვაჟა მარგველაშვილი ტურნირის ნახევარფინალშია, სადაც იგი ესპანელ გაიტერო მარტინს შეხვდება. ამავე წონაში ფინალში გასასვლელად იჭიდავა ლაშა ნადირაძემ, მაგარამ ქართველი ძიუდოისტი აზებაიჯანელ საფაროვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ტურნირზე წარუმატებლად იაპარეზა დღეს გამომსვლელმა მესამე ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ). მან მერვედფინალში ავსტრალიელ ჯოშუა კატზთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

შარშან თელ ავივის-გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონები გახდნენ ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.