ისრაელის ქალაქ თელ-ავივში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. დღეს ტურნირზე სამი ქართველი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ორს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ. 66კგ-ში მოასპრეზე ვაჟა მარგველაშვილი ტურნირის ფინალშია. ქართველმა ნახევარფინალში ესპანელი გაიტერო მარტინი იპონით დაამარცხა და ფინალში აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს შეხვდება. ამავე წონაში ლაშა ნადირაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ტურნირზე წარუმატებლად იასპარეზა დღეს გამომსვლელმა მესამე ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ). ქართველმა მერვედფინალში ავსტრალიელ ჯოშუა კატზთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
შარშან თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონები გახდნენ ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.