მარგუს ცაჰკნა – საქართველოში ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლად ფუნქციონირებას
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ეხმაურება. ამის შესახებ ცაჰკნა სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.
„გუშინ საქართველოში ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები მოითხოვს, რომ დონორებმა სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი პროექტების დასაფინანსებლად მთავრობის თანხმობა მიიღონ.
ეს საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლად ფუნქციონირებას და საქართველოს ევროპას კიდევ უფრო მეტად აშორებს“, – წერს მარგუს ცაჰკნა.
The amendments hurriedly adopted yesterday in Georgia require donors to get government approval for funding projects supporting the civil society.
This threatens to end the functioning of the civil society independently from government and takes 🇬🇪 further away from Europe.
— Margus Tsahkna (@Tsahkna) April 17, 2025