მარგუს ცაჰკნა - რუსეთი დეესკალაციის ნიშნებს არ ავლენს, მხოლოდ დაუნდობლობას იჩენს, უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება მკაცრი სანქციებითა და სამხედრო დახმარების სწრაფი მიწოდებით
რუსეთი დეესკალაციის ნიშნებს არ ავლენს, მხოლოდ დაუნდობლობას იჩენს უკრაინის ქალაქებისა და უდანაშაულო ადამიანების განადგურების მიმართულებით, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცაჰკნა აღნიშნავს, უნდა გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება მკაცრი სანქციების და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უფრო სწრაფი მიწოდების გზით
„რუსეთმა კიევზე კიდევ ერთი სასტიკი თავდასხმა დაიწყო, რომლის სამიზნე იყვნენ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, 550 ჰაერი-ჰაერი ტიპის იარაღის გამოყენებით. რუსეთი დეესკალაციის ნიშნებს არ ავლენს, მხოლოდ დაუნდობლობას იჩენს უკრაინის ქალაქებისა და უდანაშაულო ადამიანების განადგურების მიმართულებით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება უფრო მკაცრი სანქციების და სამხედრო დახმარების უფრო სწრაფი მიწოდების გზით. აგრესიას თავისი ფასი უნდა ჰქონდეს“, – წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.