მარგუს ცაჰკნა – ქართველები კვლავ ხმამაღლა გამოხატავენ თავიანთ აზრს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპისა და დემოკრატიისთვის ზურგის შექცევის შესახებ

09:51, 22.12.2024

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელ „იქსში“ ეხმაურება.

„ქართველები კვლავ ხმამაღლა და ნათლად გამოხატავენ თავიანთ აზრს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპისა და დემოკრატიისთვის ზურგის შექცევის შესახებ“, – წერს მარგუს ცაჰკნა და საკუთარ გვერდზე აქციის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

 

მსგავსი