მარგუს ცაჰკნა – პროევროპული პოლიტიკოსების დაპატიმრება საქართველოს უფრო აშორებს ევროკავშირის გზისგან, პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს
პროევროპული პოლიტიკოსების დაპატიმრება საქართველოს უფრო აშორებს ევროკავშირის გზისგან, პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა
როგორც ცაჰკნა აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს.
„საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ რეპრესიებს მიმართა და ბოლო დღეებში მრავალი ოპოზიციური ლიდერი დააპატიმრა. პროევროპული პოლიტიკოსების დაპატიმრება საქართველოს უფრო აშორებს ევროკავშირის გზისგან. პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გაათავისუფლოს ახლავე“, – წერს ცაჰკნა.
Georgian authorities have once again turned to repression, arresting multiple opposition leaders in recent days.
Jailing pro-European politicians only pushes 🇬🇪 further from its 🇪🇺 path. The political persecution must end. Georgian Dream must release all political prisoners now.— Margus Tsahkna (@Tsahkna) June 24, 2025