მარგუს ცაჰკნა – „მაშა და დათვი“ კრემლის რბილი ძალის ნაწილია, რომელიც ბავშვთა გართობაში კრემლის მხარდამჭერ და მილიტარისტულ გზავნილებს ნერგავს

23:01, 25.06.2026

„მაშა და დათვი“ კრემლის რბილი ძალის ნაწილია, რომელიც ბავშვთა გართობაში კრემლის მხარდამჭერ და მილიტარისტულ გზავნილებს ნერგავს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

ამ განცხადებით ცაჰკნა გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სტრიმინგ პლატფორმა Netflix-მა რუსული ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ კიდევ ორი სეზონის ტრანსლირების უფლება შეიძინა, ასევე გააგრძელა ლიცენზია წინა სეზონებისთვის.

როგორც ცნობილია Netflix-ის პლატფორმაზე ანიმაციის ყურება 100-ზე მეტ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი ომს არა მხოლოდ რაკეტებით, არამედ ნარატივებითაც აწარმოებს და ამასთან, ანიმაციური სერიალი რუსეთის აგრესიისა და იმპერიული ამბიციების ნორმალიზებას ახდენს.

„რუსეთი ომს არა მხოლოდ რაკეტებით, არამედ ნარატივებითაც აწარმოებს. „მაშა და დათვი“ კრემლის რბილი ძალის ნაწილია, რომელიც ბავშვთა გართობაში კრემლის მხარდამჭერ და მილიტარისტულ გზავნილებს ნერგავს, ამავდროულად რუსეთის აგრესიისა და იმპერიული ამბიციების ნორმალიზებას ახდენს. მსოფლიო არასდროს შეეგუება ნაცისტური სიმბოლოების დადებითად წარმოჩენას ბავშვებისთვის განკუთვნილ მასალებში (კონტენტში). საბჭოთა სიმბოლოები იმავე მორალურ სიცხადეს იმსახურებენ. ბევრი ერისთვის, მათ შორის ესტონეთისთვის, ისინი ოკუპაციას, მასობრივ მკვლელობებს, დეპორტაციებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს წარმოადგენენ“,- წერს ცაჰკნა.

 

მსგავსი