მარგუს ცაჰკნა - ევროკავშირმა ასევე უნდა დააწესოს სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას არღვევენ
მარგუს ცაჰკნა - ევროკავშირმა ასევე უნდა დააწესოს სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას არღვევენ

ევროკავშირმა ასევე უნდა დააწესოს სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას არღვევენ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ესტონეთი ამას ინდივიდუალურად უკვე აკეთებს.

„ჩვენი აზრით, ევროკავშირმა ასევე უნდა დააწესოს პირადი სანქციები ქართული რეჟიმის წინააღმდეგ, კონკრეტულად იმ პირების მიმართ, რომლებიც დემოკრატიას ნამდვილად არღვევენ. ესტონეთი ამას ინდივიდუალურად უკვე აკეთებს“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.