მარგუს ცაჰკნა – ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს არჩევნებში, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს რეკომენდაციები
ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს არჩევნებში, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მარგუს ცაჰკნა აღნიშნავს, „ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს გაცემული რეკომენდაციები, ხოლო ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“.
„ასევე ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული მუქარის განცხადებები მიუღებელია“, – წერს მარგუს ცაჰკნა.
The @osce_odihr report confirms serious flaws in Georgia’s elections.
Authorities must address recommendations made & those responsible for human rights violations must be held accountable.
I also emphasize that threatening statements by 🇬🇪 authorities are not acceptable. https://t.co/RouYUKGPab
— Margus Tsahkna (@Tsahkna) December 23, 2024