მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების წინააღმდეგი არ არის
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების წინააღმდეგი არ არის

ესტონეთი საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების წინააღმდეგი არ არის, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მარგუს ცაჰკნას განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ესტონეთს შეუძლია, მოკავშირეთა ბირთვული იარაღი საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს.

ამასთან, მისივე თქმით, ევროპამ ნატო-ს ბირთვული შეკავება არ უნდა უარყოს.

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების. ჩვენ არ გვაქვს დოქტრინა, რომელიც ამას გამორიცხავს, თუ ნატო, ჩვენი თავდაცვის გეგმების შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე, მაგალითად, ბირთვული იარაღის განლაგებას საჭიროდ ჩათვლის“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

გარდა ამისა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზანი, რომელიც რუსეთზე ზეწოლას და უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებს, არ შეცვლილა.