მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი 2026 წლიდან სრულად იტყვის უარს რუსულ გათხევადებულ ბუნებრივ აირზე
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი 2026 წლიდან სრულად იტყვის უარს რუსულ გათხევადებულ ბუნებრივ აირზე

ესტონეთი 2026 წლიდან სრულად იტყვის უარს რუსულ გათხევადებულ ბუნებრივ აირზე, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

„დღეს დაშვებულია რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის შეძენა და იმპორტი იმ პირობით, რომ ის არ იქნება გამოყენებული გამანაწილებელ ქსელში. ახალი შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ რუსეთის ბუნებრივი აირის იმპორტი სრულად აიკრძალება“, – განაცხადა ცაჰკნამ.

მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას.

„ჩვენ გავაგრძელებთ საფასურის გაზრდას რუსეთისთვის და ვეძებთ გზებს, რომ შევამციროთ ის შემოსავლები, რომლითაც რუსეთი ასაზრდოებს თავის სამხედრო მანქანას. იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსი მხარს უჭერს რუსეთის ქმედებებს, ანალოგიური აკრძალვა გავრცელდება ბელარუსზეც“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტი ასევე შეზღუდეს ფინეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ.