მარგუს ცაჰკნა – ჩვენ ვაქებთ ელინა ვალტონენის ჩართულობას ქართველ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და სრულად ვუჭერთ მხარს მის მანდატს სამხრეთ კავკასიაში
ესტონეთმა, ისლანდიასთან, დანიასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან, შვედეთთან, ნორვეგიასთან, კანადასთან, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებთან ერთად, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელინა ვალტონენს.
შესაბამისი პოსტი სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გამოაქვეყნა.
„ჩვენ ვაქებთ მის ჩართულობას ქართველ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და მხარს ვუჭერთ მის ერთგულებას ეუთო-ს ვალდებულებებისადმი, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისადმი. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის მანდატს სამხრეთ კავკასიაში“, – წერს ცაჰკნა.
Estonia 🇪🇪, together with 🇮🇸🇩🇰🇱🇹🇱🇻🇸🇪🇳🇴🇨🇦🇬🇧🇳🇱expressed firm support in @OSCE CiO to 🇫🇮 FM @elinavaltonen.
We commend her engagement with Georgian🇬🇪 stakeholders and support for OSCE commitments incl. freedom of expression and assembly.
We fully support her mandate across the…
— Margus Tsahkna (@Tsahkna) October 16, 2025