მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საჭიროა, ჩინეთი ევროპისა და აშშ-ის ძალისხმევას შეუერთდეს, რათა ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს
მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საჭიროა, ჩინეთი ევროპისა და აშშ-ის ძალისხმევას შეუერთდეს, რათა ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ჩინეთს მოუწოდა, შეწყვიტოს რუსეთის ეკონომიკური მხარდაჭერა.

პეკინში მდებარე ესტონეთის საელჩოში, „როიტერთან“ ინტერვიუში ცაჰკნამ აღნიშნა, რომ საჭიროა, ჩინეთი ევროპისა და აშშ-ის ძალისხმევას შეუერთდეს, რათა ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

„ჩინეთს უზარმაზარი ბერკეტი აქვს რუსეთთან მიმართებით. ვფიქრობ, რომ ჩინეთს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, თუ შეუერთდება რუსეთზე ომის დასრულების მიზნით განხორციელებულ ზეწოლას. ჩინეთმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვისაც“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, მარგუს ცაჰკნა პეკინში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩინელ კოლეგას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.