მარგარიტის სხინასი - ეს არის ისტორიული მომენტი დიდებული ევროპელი ერისთვის, საქართველოს და ევროკავშირს ისტორია და გეოგრაფია აკავშირებთ
მარგარიტის სხინასი - ეს არის ისტორიული მომენტი დიდებული ევროპელი ერისთვის, საქართველოს და ევროკავშირს ისტორია და გეოგრაფია აკავშირებთ

ისტორიული მომენტი დიდებული ევროპელი ერისთვის, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრესსპიკერი მარგარიტის სხინასი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს.

ის აღნიშნავს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი უკვე თბილისშია, რომ ლიდერებთან და ქართველ ხალხთან ერთად დამოუკიდებლობის დღე იზეიმოს.

„იუნკერი თბილისშია ლიდერებთან და ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად. ეს არის ისტორიული მომენტი დიდებული ევროპელი ერისთვის. საქართველოს და ევროკავშირს ერთმანეთთან ისტორია და გეოგრაფია აკავშირებთ“, – წერს მარგარიტის სხინასი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.