მარეხ ბექაია - იმედია, ჩვენი მღვდელმთავრები ტაძრიდან ილოცებენ საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის, მოსახლეობა კი, სახლებიდან
მარეხ ბექაია - იმედია, ჩვენი მღვდელმთავრები ტაძრიდან ილოცებენ საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის, მოსახლეობა კი, სახლებიდან

არ მინდა, ის კადრები ჩემს ქვეყანაში ვნახო, რაც იტალიასა და ესპანეთში ხდებოდა, – ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მარეხ ბექაიამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„დღეს, მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დღეა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მღვდელმთავრები ტაძრიდან ილოცებენ საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის, მოსახლეობა კი  – საკუთარი სახლებიდან. იმედია, რომ ყველა დარჩებით სახლებში. ​ამ ეტაპისთვის ჩვენი რესურსები საკმარისია, ათეულობით პაციენტის მოვლისთვის და მათი მკურნალობისთვის. ჩვენ ვნახეთ, მსოფლიოს დიდი ქვეყნების გამოცდილება, რომელსაც ეს დაავადება შეეხო, არ მინდა, ის კადრები ჩემს ქვეყანაში ვნახო, რაც იტალიამ და ესპანეთმა დადეს – სასახლეში მყოფი მიცვალებულების. ყველა მოქალაქეს ვურჩევ, ილოცონ სახლიდან“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.