მარეკ შჩიგელი - ამერიკელ სენატორებს გავაცანი საქართველოში ბორდერიზაციასთან დაკავშირებული გასაჭირი, რომელსაც მოსახლეობა აწყდება
მარეკ შჩიგელი - ამერიკელ სენატორებს გავაცანი საქართველოში ბორდერიზაციასთან დაკავშირებული გასაჭირი, რომელსაც მოსახლეობა აწყდება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი ამერიკელი სენატორებს შესახებ წერს, რომლებსაც მან ბორდერიზაციასთან დაკავშირებული საკითხები საოკუპაციო ხაზთან გააცნო.

როგორც შჩიგელი აცხადებს, ევროკავშირი აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას მათი მისიის მიმართ.

„პატივი მქონდა მემასპინძლა ამერიკელი სენატორებისთვის ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანისთვის. გავაცანი მათ ბორდერიზაციასთან დაკავშირებული გასაჭირი, რომელსაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა აწყდება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. ამ გასაჭირს ამძაფრებს „კოვიდ-19“-ის პანდემია. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას და დაფასებას, რომელსაც აშშ იჩენს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ შესრულებული სამუშაოსადმი“, – განაცხადა შჩიგელმა.

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი, რომლებიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ, ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან დღეს ჩავიდნენ.