მარცხი პოპრადში - საქართველოს ქალთა ნაკრებმა სლოვაკეთთან წააგო #1TVSPORT
მარცხი პოპრადში - საქართველოს ქალთა ნაკრებმა სლოვაკეთთან წააგო #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა წლის მესამე ოფიციალური შეხვედრა გამართა – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში გიორგი ჩხაიძის გუნდი ქალაქ პოპრადში სლოვაკეთს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

პოპრადისნაროდნე ტრენინგოვე ცენტრუმში“ გამართული დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს წინააღმდეგობა 38 წუთი გაუწია, მაგრამ მერე სლოვაკების უპირატესობა ტაბლოზეც აისახა. 38-ე წუთზე ანგარიში მარია მიკოლაიოვამ გახსნა, ხოლო ორ წუთში მარტინა შურნოვსკამ სლოვაკების უპირატესობა გაზარდა. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ, სლოვაკეთმა 2:0 მოიგო.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა სლოვაკეთამდე ორი მატჩი გამართა და ორივეში დამარცხდა – შვედეთთან 0:4 და ფინეთთან 0:3. სამი მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდი უქულოდ ჯგუფში ბოლო ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას გუნდი 30 ნოემბერს დუბლინში ირლანდიასთან გამართავს.


სლოვაკეთი – საქართველო


მსოფლიოს ჩემპიონატი 2023. საკვალიფიკაციო ეტაპი

გოლები: 1:0 მარია მიკოლაიოვა (38), 2:0 მარტინა შურნოვსკა (40)